სალომე ტეტიაშვილი - "ხომ არ ვიცრუებ, სასახლეში ვცხოვრობ და ოთხი მამა მყავს-მეთქი"


სალომე ტეტიაშვილი უკვე ძალიან პოპულარულია. 
"იუთუბიდან" დაწყებული პოპულარობა დღეს უკვე "X ფაქტორში" გრძელდება. დადებით ემოციებს უარყოფითიც ახლავს და ეს ცნობად სახეებს თან სდევს. სალომე გაზეთ "პრაიმტაიმს" ინტერვიუს აძლევს. გთავაზობთ ამონარიდს.

სალომე ტეტიაშვილი: ყურადღება ყველას მოსწონს. მომწონს ძალიან ბევრ სიყვარულს და სითბოს რომ ვიღებ, მომწონს ჩემ ფოტოებს ბევრი გულებითა და სითბოთი რომ აკომენტარებენ. მომწონს ქუჩაში უცხო ადამიანები რომ მეხუტებიან და მეუბნებიან საამაყო შვილი ვარ და კარგი მშობელი მყავს. ეს ძალიან მაგარი გრძნობაა და გამორიცხულია ვინმეს არ მოსწონდეს. ამ ყველაფერს მწარე რეპლიკებიც ახლავს, მაგრამ მცირე დოზით და მას დიდი სიყვარული ფარავს. ქართველებს ერთმანეთში ნაკლის პოვნა გვიყვარს, რაც არ უნდა წარმატებული იყოს ადამიანი, მას მაინც გამოუძებნიან ნაკლს და ბოღმას მიანთხევენ.


- რა მწარე რეპლიკებს გესვრიან?

- ამბობენ, რა ტვინი წაიღო ამ გოგომ, რომ გაჭირვებულია, რა გული შეაწუხა იმით, რომ მამამ მიატოვაო... როცა ჟურნალისტი ოჯახზე მეკითხება, რაც რეალობაშია, იმას ვპასუხობ. ხომ არ ვიცრუებ სასახლეში ვცხოვრობ და ოთხი მამა მყავს-მეთქი. რაც არის, იმას ვყვები. ბიოგრაფიას ვერ შევიცლი. ამიტომ ვყვები, ხუთი წლის ვიყავი მამამ რომ მიმატოვა, მე და დედამ მძიმე ცხორება გამოვიარეთ-მეთქი. იმისთვის, რომ მაყურებელი არ გაღიზიანდეს, ვერ მოვიტყუებ. თავს გვაცოდებსო, ამბობენ. თავს ნამდვილად არავის ვაცოდებ. როცა „იუთუბიზე“ ჩემი სიმღერა ათასობით ადამიანმა მოისმინა, მაშინ ჩემი ისტორია საჯაროდ მონაყოლი არ მქონდა. ხალმა ისე შემიყვარა, რომ არაფერი იცოდნენ ჩემზე. როცა უკვე ცნობილი ხდები, ჟურნალისტები ყველა ტიპის კითხვებს სვამენ. გადაცემაში მივედი, თუ პროექტის სიუჟეტი იყო, შენი ცხოვრების ყველა დეტალით ინტერესდებიან. ქართველები ცნობისმოყვარე ხალხი ვართ. ჩემ ცხოვრებაზე ვყვები და აღიზიანებთ და რა ვქნა? ვერ ვმღერი, ყრუ ვარ, უვიცი ვარ და რახან გაჭირვებაში გავიზარედე, ამიტომ ვარ "X ფატქორის" კონკურსანტი? ასე არ არის და ამას ყველა ხედავს.

http://primetimenews.ge/