ნათიკა ბერძული - "ბევრმა იტირა ჩვენ ტანგოზე"



ჟურნალისტებმა - ნათიკა ბერძულმა და ალეკო გაბუნიამ ცრურწმენა დააიგნორეს და ქორწილი 3 მაისს გადაიხადეს. წყვილმა საქორწინო კონტრაქტიც კი შეადგინა. ქორწილს თავისი ნომრები ჰქონდა. სამეგობრომ სიმღერა ჩაწერა და ნეფე-პატარძალთან ერთად რამდენიმეჯერ შესრულდა. ამაზე ისინი გაზეთ "პრაიმტაიმში" ჰყვებიან. გთავაზობთ ინტერვიუს მცირე ამონარიდს. 

ნათიკა: ჩვენი ქორწილი მხოლოდ სამეგობრო წრისთვის რომ დაიგეგმა, ეს მომეწონა, ქორწილიც მომინდა და ორგანიზატორობაც ვითავე. არ გამიაზრებია, რომ ჩემი ქორწილი იყო, ნეტა, როგორი კაბა გამოვა-მეთქი - არ მინერვიულია. პროდიუსერი ვიყავი და საკუთარ ქორწილში ძალიან გავერთე. 
ნეფე-პატარძალმა არგენტინული ტანგო შეასრულა. ცეკვას ერთი თვის განმავლობაში სწავლობდნენ. 
ნათიკა: რომ უყურებ, ლამაზი და ადვილი გგონია საცეკვაოდ. მაგრამ შენ რომ ცეკვავ, აღარც ლამაზია და აღარც მარტივი. ჩვენ ვეცადეთ. ფონი იყო ემოციური. ბევრმა იტირა ჩვენ ტანგოზე. 
ალეკო: ტანგოს ცეკვისას რაღაც ილეთები „გავმაზეთ“, მაგრამ ვერ ხვდებით - რა ილეთები. 
ნათიკა: ყველა ველოდებით ქორწილში გადაღებულ ვიდეო მასალას. არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც თავიდან ბოლომდე ახსოვს, რა ხდებოდა ქორწილში. 
ალეკო: მე მაგალითად ბარის მაგიდაზე არ მინახავს ნათიკას ცეკვა. რატომღაც არ მახსოვს იმ დროს სად ვიყავი.