ირანის ხელისუფლებამ, სასამართლოს მიერ სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ირანელ მილიარდერს ამირ ხოსრავის ფინანსური მაქინაციების გამო მიესაჯა სისრულეში მოიყვანა. სიკვდილით დასჯის პროცედურა 24 მაისს თეირანის ჩრდილოეთით, ევინის ციხეში გაიმართა. ინფორმაციას Associated Press -ი ავრცელებს. საბანკო მაქინაციების შესწავლის სასამართლო პროცესი 2012 წელს დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიამ ,,Амир Мансур Ариа”,
რომელსაც ხოსრავი ფლობდა 2.6 მილიარდი დოლარის მალულად მითვისება შეძლო. აღნიშნული საქმის გარშემო საერთო ჯამში 30 ადამიანია დაკავებული, აქედან სამ პიროვნებას სიკვდილით დასჯა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა უმრავლესობას პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდა მახმუდ ახმადინეჯადის ხელისუფლებასთან. ირანის სასამართლომ მოწმის სტატუსით ახმადინეჯადიც დაკითხა. გამოძიების ვერსიით ზემოთხსენებულმა კომპანიამ, დოკუმენტების გაყალბების წყალობით ხელში ჩაიგდო, უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი, სამხელწიფო კომპანიის Khouzestan Steel-ის აქტივები. ხოლო მილიარდობით გაცემული კრედიტი ხოსრავის სახელზე იწერებოდა.http://primerinfo.ge/