უძველესი დროიდან მოყოლებული, სოდა – ღირებული, ხან კი საერთოდაც შეუცვლელი დამხმარეა ნებისმიერი დიასახლისისთვის.
იმისათვის, რომ კარგად გარეცხოთ ბოსტნეული და ხილი, ჩაასხით ჯამში 2-3 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი სოდა და ამ ხსნარში დასველებული ღრუბლით გაწმინდეთ ნაყოფი, შემდეგ კი გაავლეთ გამდინარე წყალში.
მწიკვი სოდა ჩაუმატეთ კომბოსტოს ხარშვისას, თუ გსურთ, რომ მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ მას ვიტამინები.
ჩაი ან ყავა განსაკუთრებით არომატული იქნება, თუ წყალში (1 ლიტრში) ადუღებისას 1 ჩაის კოვზ სოდას ჩაყრით.
მურაბის ხარშვისას კენკრა და ხილი სიმჟავეს დაკარგავს, თუ 1 კგ ხილს მწიკვ სოდას დაუმატებთ. ასე შაქრის ეკონომიასაც გააკეთებთ.
თუ "საეჭვოდ" მოგეჩვენათ თევზის ფილეს სუნი, ჩაალბეთ ის 1 ლიტრი წყლისა და 2 სუფრის კოვზი სოდის ხსნარში და ერთი საათით შეინახეთ მაცივარში. ამის შემდეგ გარეცხეთ თევზი გამდინარე წყალში და მოამზადეთ.
ხორცის მაგარ ნაჭერს წაუსვით სოდა და 3-5 საათით შეინახეთ მაცივარში. შემდეგ გარეცხეთ ხორცი და მოამზადეთ – ასე ხორცი ძალიან ნაზი გამოვა და კარგად მოიხარშება.
იმისათვის, რომ ომლეტი ფუმფულა გამოვიდეს, ყოველ 3 კვერცხს დაუმატეთ 0.5 ჩაის კოვზი სოდა.
საფუარი შეგიძლიათ შეცვალოთ სოდისა და ლიმონმჟავას ნარევით. ცომში დაუმატეთ თანაბარი რაოდენობის სოდისა და ლიმონმჟავას ნარევი და ნუ დაელოდებით, სანამ ცომი გაფუვდება, - შეგიძლიათ მაშინვე შეუდგეთ ცხობას.
ნივრის ან თევზის სუნს ხელებიდან ადვილად გაიქრობთ, თუ ხელებზე 2 ჩაის კოვზ სოდას შეიზელთ და შემდეგ დაიბანთ.
უსიამოვნო სუნის მქონე ნაგვის ურნა ჯერ გამდინარე წყალში გარეცხეთ, შემდეგ გაწმინდეთ ღრუბლით, რომელიც სოდის ხსნარში იქნება დასველებული.
მაცივარში უსიამოვნო სუნს გააქრობს სოდა: დაყარეთ თეფშზე 2 სუფრის კოვზი სოდა და შედგით მაცივარში. 3-4 დღეში გამოიღეთ და სოდა ნიჟარაში ჩაყარეთ (თან ნიჟარაც გაირეცხება) და მაცივარში სოდის ახალი პორცია შედგით
წყარო: presa.ge