რა პროდუქტების მიღებას უნდა მოერიდოთ უზმოზე


თანამედროვე ცხოვრების წესი ისეთ პირობებს გვკარნახობს, რომ ადამიანები ხშირად ამბობენ უარს სრულფასოვან საუზმესა თუ სადილზე და უბრალოდ წაიხემსებენ ხოლმე. როგორც წესი, მშიერი ადამიანი იმაზეც არ ფიქრობს, რას ჭამს, ამიტომ რაც პირველი ხვდება ხელში, იმას მიირთმევს. მეცნიერულად კი დადასტურებულია, რომ ჯერ ერთი, აუცილებელია დილით ჯანსაღი და სრულფასოვანი საუზმის მიღება და კიდევ - არსებობს პროდუქტები, რომლების მიღებაც არ შეიძლება მშიერ კუჭზე. 


ყავა - ბევრი ადამიანი იწყებს დილას ყავით, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ უზმოზე ყავა კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს, რაც თავის მხრივ კუჭის წვენს გამოყოფს და არ შეიძლება ყავის უზმოზე მიღება - წინააღდეგ შემთხვევაში, გასტრიტს ვერ აიცილებთ თავიდან. გარდა ამისა, კოფეინი კუჭქვეშა ჯირკვალზე ცუდად მოქმედებს. კიდევ ერთი - რძიანი ყავა პრაქტიკულად უხსნადი შეერთებაა, რაც თირკმელებში ქვების წარმოშობას უწყობს ხელს.

ტკბილეული - ტკბილეულის მიღება არაფრით არ შეიძლება მშიერ კუჭზე, რადგან შაქარი მომენტალურად აითვისება ორგანიზმის მიერ, რაც თავის მხრივ ნეგატიურად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე და შედეგად სისხლში ინსულინის გადასროლა ხდება და შაქრის დონე მკვეთრად იკლებს, შედეგად ადამიანი სისუსტესა და დაღლილობას გრძნობს.

ბანანი - ეს თითქოსდა სასარგებლო პროდუქტი ბევრ კალიუმს შეიცავს და თუ მას მშიერ კუჭზე მიიღებთ, შეიძლება, კალციუმისა და მაგნიუმის ბალანსი დაირღვას ორგანიზმში, რაც თავის მხრივ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების რისკს ზრდის.

ციტრუსები - ციტრუსებში და ასევე ციტრუსების წვენში დიდი რაოდენობით მჟავაა, რომელიც კუჭის წვენს აღიზიანებს. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ციტრუსების მშიერ კუჭზე მიღება. განსაკუთრებით საშიშია ის მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები აწუხებს.

მსხალი - მსხალი სასარგებლო ხილია, თუმცა მშიერ კუჭზე მის მიღებას არ გვირჩევენ. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ მსხალში შემავალი ნივთიერებები გავლენას ახდენს კუჭის ლორწოზე, განსაკუთრებით საშიშია უზმოზე მაგარი მსხალი.

ხურმა (კარალიოკი) - მასში ისეთი ბოჭკოებია, რომლებსაც ორგანიზმი ძნელად ითვისებს, ასევე ანელებს კუჭ-ნაწლავის მოტორიკას და შეიძლება, კუჭის მოქმედების გაძნელებაც გამოიწვიოს.

ცივი სასმელები - ცივი სასმელები კუჭში სისხლძარღვებს ავიწროვებს, რაც სისხლის მიმოქცევას უშლის ხელს და საკვების გადამუშავების პროცესს. ცივი სასმელების მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებიდან ორი საათის შემდეგ.

ნიორი - ნიორი და სხვა მძაფრი სუნელები აღიზიანებს კუჭის ლორწოს და ჯირკვალს.

ცომეული - საფუარისგან დამზადებული ცომით გამომცხვარი პროდუქტები კუჭში გაზების დაგროვებას იწვევს, ამიტომ არ არის რეკომენდებული ფუნთუშების უზმოზე მიღება.

იოგურტი - სინამდვილეში იოგურტში სასარგებლო ბაქტერიებია, მაგრამ თუ მას უზმოზე მიითრმევთ, კუჭის წვენი მათ ანადგურებს, ამიტომაც იოგურტს არავითარი სარგებლობა არ ექნება. მისი მირთმევა სასურველია საკვების მიღების შემდეგვე.

წყარო: etanews.ge