თომა ბეთანელი: ოქროულობის მაღაზია გავძარცვე და 7 წელი ციხეში ვიჯექი


თომა ბეთანელი - ადამიანი, რომელსაც ზოგი სალოსად თვლის, ზოგი კი ტყუილში ადანაშაულებს, იხსენებს, როგორ შეიმოსა ჩოხით და რამდენი წელი იჯდა ციხეში. თომა ბეთანელის თქმით, მან ოქროულობის მაღაზია გაძარცვა, რის გამოც 7 წელი საპატიმროში გაატარა.


 „სასულიერო პირად მეუფე ათანასემ მაკურთხა. რუის-ურბნისის ეპარქიაში ვიყავი, სადაც მეუფე იობმა (აქიაშვილმა) მითხრა – შეიმოსეო, მაგრამ ვუთხარი, რომ შემოსვის საშუალება არ მქონდა. ამ დროს შემოვიდა მამა იობი (გეგეშიძე) და მითხრა: თომა, ჩოხით შეიმოსეო. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა, რადგან ჩოხა ისედაც იყო ჩემ სულში და ამიტომ შევიმოსე ჩოხით. მე ახლა ბეთანელი ვარ. ერისკაცობაში რა გვარი ვიყავი აღარ მახსოვს. ოქროულობის მაღაზია გავძარცვე და მაგიტომ დამიჭირეს 35 წლიდან 7 წელი ვიჯექი ისე, რომ მეკუთვნოდა. სხვა დანარჩენი ტყუილად მიჭერდნენ,“ – ამბობს თომა ბეთანელი.