ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გერმანული ტელეკომპანია ZDF-ის დილის გადაცემაში იყო მიწვეული. ჩართვა moma-Café-დან განახორციელეს, სადაც ხატიამ ფელიქს მენდელსონ ბარტოდის კლასიკური ნაწარმოები შეასრულა. სანამ ბუნიათიშვილი დაკვრას შეუდგებოდ მას წამყვანი გაესაუბრა.
წამყვანი: ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად დაკვრა! ხატია ბუნიათიშვილი; 10 წლის ასაკში დაიწყო დაკვრა, მოიგეთ პრემია "ექო". . . გამოეცით ალბომი სათაურით " ყველაზე ინტიმური და პირადი ალბომი". . . რატომ ასეთი სათაური?
ხატია: ეს ძალიან პირადულია, ეს ალბომი ეძღვნება დედაჩემს, აქ შესულია ნაწამოებები, რომლებიც სტილისტურად ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ისინი სიმღერას ჰგავს. ლიდი, შანსონი. . . რა თქმა უნდა ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, მაგრამ ყოველი ნაწარმოები გადმოგვცემს სიმღერის განწყობილებას.
წამყვანი: თქვენი რეპერტუარი ძალიან ფართოა: მენდელსონი, ბრამსი, შოპენი . . . თუ გაქვთ საყვარელი ნაწარმოები?
ხატია: ამ ალბომში შესულია ჩემი ყველა საყვარელი ნაწარმოები. ამიტომაც არის ის ასეთი პირადული, ეს დაკავშირებულია ჩემს ცხოვრებასთან და საერთოდ ქალის ცხოვრებასთან.
წამყვანი: ყოველთვის მაღალ ქუსლებზე უკრავთ?
ხატია: დიახ, ასეა!
წამყვანი: დიდი მადლობა თქვენი სტუმრობისათვის! თუ როგორ უკრავს ხატია ბუნიათიშვილი ამას ახლავე მოვუსმენთ!!! აპლოდისმენტები!!!
წყარო: life.mediamall.ge