კოპენჰაგენში მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია" დასრულდა. კონკურსის გამარჯვებული ავსტრიელი წვეროსანი ტრანსვესტიტი კონჩიტა ვურსტი გახდა.
ვიდეო
რუსი დეპუტატი ვლადიმირ ჟირინოვსკი ავსტრიის წარმომადგენლის გამარჯვებამ განსაკუთრებულად აღაშფოთა.
"დაე ევროპა საკუთარ წვერთან დარჩეს - განწირულობის, აპოკალიფსისა და მარტოობის სიმბოლოსთან. ევროპა დაიღუპა! მათ უკვე აღარ ჰყავთ კაცები და ქალები. ჩვენ სულ ტყუილად გავათავისუფლეთ ავსტრია. ეს ჯოჯოხეთის ალი, აპოკალიფსის ალია. იქ არა მხოლოდ იგი, არამედ მთელი ახალგაზრდობა წვერიანია. ჩვენ თვალცრემლიანი დღესასწაული გვქონდა, მათ კი თვალცრემლიანი კულტურა აქვთ", - განაცხადა რუსულ არხ Россия 1-ის სტუდიის