ლეონიდ აგუტინის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა

აგუტინის ოჯახს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს. იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ პატარა დისშვილი გარდაეცვალა.

„9 დღე გავიდა, მას შემდეგ რაც მატვეიჩიკი გარდაიცვალა, ჩემი ნახევარდის მცირეწლოვანი ვაჟი. დაკრძალვაზე მამაომ გვითხრა, რომ ყველა ადამიანი სამუდამოდ ცხოვრობს, უბრალოდ ისინი დედამიწაზე ჩერდებიან მცირე დროით. ეს შესაძლოა სიმართლე იყოს, მაგრამ რატომღაც ვერ აწყნარებს ადამიანს. მატვეიჩიკს გულის დაავადება დაბადებიდან ჰქონდა,
თუმცა საერთო ძალისხმევის შედეგად გვეგონა გადავარჩენდით, ყველაფერი თითქოს გამოგვივიდა კიდეც, მაგრამ სიკვდილმა მაინც წაგვართვა მისი თავი. ჩვეულებრივი გრიპით დაავადდა და ორ დღეში გარდაიცვალა. დედის ტკივილის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, მაგრამ ის ახერხებს გაძლებას“ - წერს ლეონიდ აგუტინი.