ჩვილ ბავშვებში კალციუმის დეფიციტი ვლინდება თავის ქალას ძვლების დეფორმაციით - შუბლის ბორცვების წინ წამოწევით, კეფის გაბრტყელებით, კოშკისებრი თავის ქალათი, ასევე - კეფის გამელოტებით, კბილების დაგვიანებული ამოსვლით, კბილებს შორის მანძილის გაზრდით, ამოსვლის თანამიმდევრობის დარღვევით;
ასევე,კალციუმის ნაკლებობა გამოვლინდება გაძლიერებული ოფლიანობით ძილისა თუ ჭამის დროს. ამ შემთხვევაში ბავშვი ძალიან აღგზნებულია, ცუდად და მოუსვენრად სძინავს, ნაკლებად აქტიურია -ეს პირველადი ნიშნებია.
პედიატრი უნდა ადევნებდეს თვალს რამდენად აკმაყოფილებს ბავშვის ფიზიკური განვითარება დადგენილ ასაკობრივ ნორმებს.
კალცის რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს სისხლსა და დღიურ შარდში.