საზოგადოებაში არსებობს მოარული მითები ჩასახვის საწინააღმდეგო სხვადასხვა 'საიმედო მეთოდების" შესახებ, ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ამ მეთოდების უმეტესობა არ ამართლებს და ქალი შესაძლებელია დაორსულდეს:
მენსტრუაციის დროსაც;
პირველი და ერთადერთი სქესობრივი კონტაქტის შედეგად;
მიუხედავად იმისა, განიცდიან თუ არა პარტნიორები ორგაზმს/სიამოვნებას;
წყვეტს მამაკაცი სქესობრივ კონტაქტს სპერმის გამოყოფამდე თუ არა;
სქესობრივი აქტის შემდეგ საშოს გამორეცხვის ჩატარების მიუხედავად;
სქესობრივი აქტის პოზის და ხანგრძლივობის მიუხედავად.
მრავალი მითი არსებობს კონტრაცეპციის სხვადასხვა მეთოდის "არაეფექტურობის", ან 'საშიშროების" შესახებ, ჭეშმარიტება კი ისაა, რომ თანამედროვე კონტრაცეპტივები ეფექტურად გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.