როდის დავლიოთ წყალი, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?

ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დადგენილია, რომ ახალდაბადებული ბავშვის სხეულის მასის 90% წყალზე მოდის, მოზრდილის 70-80%. კრიტიკულად ითვლება 55% – სწორედ ამ რაოდენობით შეიცავს სითხეს სიბერით მომაკვდავი ადამიანი. რამდენი წყალი უნდა ვსვათ?



ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ რთულია. ჩვენი ორგანიზმისათვის მავნებელია როგორც წყლის ნაკლებობა, ასევე სიჭარბე. წყლის ნაკლებობისას, ორგანიზმს შეიძლება დაეწყოს გაუწყლოება, რომელიც თავის მხრივ მრავალი ორგანოს ფუნქციონირების დარღვევას იწვევს. წყლის ჭარბი მოხმარება კი, უარყოფითად აისახება გულის მუშაობაზე, გამოყოფის სისტემაზე, იწვევს ორგანიზმიდან ვიტამინების და მინერალური მარილების გამორეცხვას, ოფლიანობას. არ უნდა დაგვავიწყდეს, წყალს პრაქტუკულად ყველა პროდუქტი შეიცავს. ხილის უმეტესობაში წყლის შემცველობა 80%–ია, ხორცში, კვერცხში, კარტოფილში– 75 %,რძეში, ნაღებში, კეფირში– საშუალოდ 85%. პურში 30–40 %. ჩვენს ორგანიზმში არის წყლის რეგულირების მექანიზმი–ესაა წყურვილის გრძნობა. ამასთან, უნდა განვასხვაოთ ჭეშმარიტი და ცრუ წყურვილი. ზოგჯერ, მაგალითად ლაშქრობისას, ფიზიკური დატვირთვისას ცხარე კერძების მიღებისას, პირის ლორწოვანი გარსი შრება და გვეჩვენება, რომ ეს წყურვილის გრძნობაა (ცრუ). ამ შემთხვევაში საკმარისია პირში გამოვივლოთ წყალი. თუ გამოვლებით წყურვილის გრძნობა გაქრა, ე.ი. ეს ცრუ წყურვილის გრძობა იყო. ალბათ შეგიმჩნევიათ, ასე იქცევიან სპორტსმენები. წყურვილის ჭეშმარიტი გრძნობა ჩნდება როცა ორგანიზმს წყალი არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება ან რაიმე მიზეზით ორგანიზმმა დიდი რაოდენობით წყალი დახარჯა. (მაგალითად, ღებინებისას, ფაღარათის დროს, ოფლის დიდი რაოდენობით გამოყოფისას, დამწვრობისას და ა.შ.) როცა ორგანიზმს წყალი არასაკმარისად მიეწოდება წყურვილის გრძნობა ჩვეულებრივი წყლით უნდა მოვიკლათ. დიდი რაოდენობით წყლის დაიკარგვის დროს რეკომენდებულია სპეციალური მარილების შემცველი ან მინერალური წყლის მიღება. რაც შეეხება გაზირებულ წყალს, მასში შემავალმა ნახშირმჟავა გაზმა შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი წყურვილი, გარდა ამისა, არც თუ კარგად აისახება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობაზე. მით უმეტეს, არ ღირს ტკბილი გაზირებული წყლების დალევა, რომლებიც ათასგვარ ქიმიურ დანამატებს შეიცავენ. ბოლოს, რამდენიმე რჩევა : – რაც შეიძლება ნაკლები ცხარე, მჟავე, შებოლილი პროდუქტი მიიღეთ, განსაკუთრებით ცხელ ამინდსა და ფიზიკური დატვირთვისას. – არ დალიოთ ბევრი წყალი ფიზიკური დატვირთვის წინ და დატვირთვის პერიოდში.

როდის უნდა დავლიოთ წყალი?

კუჭში მოხვედრილი წყალი ანეიტრალებს კუჭის წვენს და ფერმენტებს, რომელმაც უნდა გადაამუშაოს საკვები, კვებამდე ცოტა ხნით ადრე ან უშუალოდ ჭამის დროს მიღებული წყალი აფერხებს საკვების მონელებას…
რეკომენდირებულია წყლის და ყველა სითხის მიღება ჭამამდე 30წუთით ადრე და ჭამის შემდეგ მინიმუმ 1საათის შემდგომ, თუმცა უმჯობესია გავიდეს 2-3 საათი…