"ტაბულა ტვ" ავრცელებს კადრებს, რომლებიც სანაპიროზეა გადაღებული და სადაც ნასვამი პოლიციელების ჩხუბია აღწერილი. პოლიციელები კინკლაობას მას შემდეგაც აგრძელებენ, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მიდის. ვიდეოში ისმის უცენზურო ფრაზები შს მინისტრის მისამართით.
"გადამღებ ჯგუფს მათ მოსთხოვეს, არ გადაეღოთ, რადგან "ჩვენ გვაქვს მეგობრული საუბარი",- წერს "ტაბულა". ჩხუბის კადრებში ჩანან პოლიციის მაიორი რამაზ კაკალაშვილი, ასევე, პირები - გივი გამეზარდაშვილი, გიორგი აფციაური, ირაკლი დარახველიძე.