ბრაზილიაში, ოტელში, სადაც ინგლისელი ფეხბურთელები ცხოვრობენ, აივანზე შიშველი ქალი შენიშნეს

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების პირველ სკანდალზე წერს გამოცემა Daily Star. გამოცემის ინფორმაციით, იმ ოტელში, სადაც ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ცხოვრობენ, დილაადრიან შიშველი ქალი აივანზე შენიშნეს და ფოტოც გადაუღეს.


ამ ფაქტს მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება და რეზონანსი: ჯერ ერთი, ორგანიზატორების მიმართ გაჩნდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრეტენზიები, მეორე - ნაკრების ფეხბურთელთა ცოლებმა ქმრებზე ეჭვიანობა დაიწყეს და მესამე - ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაშინვე გასცა ბრძანება, რომ ფეხბურთელების ცოლები და მეგობარი ქალები იმ ოტელში, სადაც სპორტსმენები ცხოვრობენ, არ დაიშვებიან.