რამდენიმე წუთის წინ დიდ დიღომში პატრულის ეკიპაჟების მობილიზება შეიმჩნეოდა - პოლიციამ მასობრივი ჩხუბის მონაწილეები დააკავა, დაშავებულები კი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, ამასთან, უცნობია, რამდენად მძიმეა დაზარალებულთა მდგომარეობა.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, ჩხუბი დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, "ორი ნაბიჯის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და ის უბანში მცხოვრებთა გარჩევას უკავშირდებოდა. ჩხუბში ოცზე მეტი, რკინის ნაჭრებითა და ჯოხებით შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. თვითმხილველთა გადმოცემით, მოჩხუბრები, ძირითადად, ახალგაზრდები იყვნენ.
ჩხუბის შესახებ შეტყობინება 112-ზე უბანში მცხოვრები მოქალაქეებისგან შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გავიდა. „აფხაზეთის ხმის“ წყაროს ცნობით, გასაშველებლად და მოჩხუბართა ჯგუფების დასაშლელად პოლიციის თანამშრომლებმა რამდენჯერმე გაისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს ნიუსში აღწერილ ფაქტს და თანდართულია მხოლოდ თემატური კავშირის პრინციპით