”ველური ეროტიკა” თბილისის ქუჩებში - ქერა ლამაზმანი ბიჭებს ძაღლებივით დაატარებს (ვიდეო)

ნინო კოშაძე ქართველმა მაყურებელმა რამდენიმე კვირის წინ გაიცნო - ინტერნეტში ვიდეორგოლი გამოჩნდა, სადაც მას თამამად აცვია და თვალახვეულ ბიჭებთან ერთად პოზირებს. ინტერნეტსივრცეში ვიდეორგოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იყვნენ ისეთები, ვინც ნამუშევარი და თავად ნინოც უარყოფითად შეაფასა.

- პროფესიით ვინ ხართ?
- პროფესიით მოცეკვავე, ქორეოგრაფი ვარ. სამი წელია სტამბულში ვცეკვავ. იქ გავიარე მასწავლებლად გადამზადების კურსი. მერე იყო მიწვევები სხვადასხვა გადაღებებზე და დავიწყე სამოდელო კარიერა.


- რატომ ჰქვია კლიპს "ქართული მატრიარქატი"?
- იცით ალბათ, იყო წყობა, როცა ქალები მართავდნენ მამაკაცებს. მე მინდა, რომ მამაკაცების თემა არ იყოს წინა პლანზე წამოწეული და დავამტკიცოთ, მხოლოდ მამაკაცებს არ შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება. ერთ წუთში, ექსპრომტად ამას ვერ შეცვლი. შესაძლოა, ბევრმა ვულგარულად აღიქვა ჩემი ვიდეორგოლი, ბევრი აზრი იყო, მაგრამ რაღაც დოზით იგრძნობა, რისი თქმაც მინდოდა. ძლიერ ქალებს ადვილად შეუძლიათ მამაკაცის მართვა. ყველა დროში იყო კაცი, რომელიც რამეს თუ აკეთებდა, ქალი აკეთებინებდა. ამ ვიდეორგოლში ყველანაირი კუთხით გავუსვი ხაზი ქალის სიძლიერეს. ქალის სიძლიერე გამოვხატე, მინდა რაღაც-რაღაცებზე არ დახუჭონ თვალი. ზოგიერთი ქალი ძალიან დაჩაგრულია, მინდა მათი აზრები, სურვილები წინა პლანზე წამოვიდეს და ყველამ თავის ნება გამოხატოს. ბევრს მოეწონა ეს ვიდეო, მაგრამ იმის გამო, რომ აზიატი ხასიათის ქმარი და ძმა ჰყავს, ხმამაღლა ამას ვერ გამოხატავენ.

- თუმცა ბევრმა გაგაკრიტიკა ამის გამო, ზოგს ნამუშევარი არ მოეწონა, ზოგი თავად შენით იყო უკმაყოფილო...
- საქართველოში ასეთ ვიდეოს მოჰყვება კრიტიკული შეფასება. ამას ვერც მე შევცვლი და ვერც თინა მახარაძე. ქართველებს ასეთი მენტალიტეტი გვაქვს. თუ ევროპაში ერთი წელი სჭირდება რაღაცის შეცვლას, აქ 20-30 წელი სჭირდება. იქნებ შეეგუოს საზოგადოება, რომ აქაც შეიცვალოს რამე.

- თავად მოგწონს შენი თავი?
- ექსპრომტად შეიქმნა ეს ვიდეო, დავურეკე მეგობარ სააგენტოებს, მოვაწყვეთ ყველაფერი და გადავიღეთ ეს კლიპი ორ საათში. მე თავისუფალი ბუნების ადამიანი ვარ, დოგმები არ მაქვს. მიყვარს თავისუფლება. უცხო არაა ჩემთვის ასეთი რაღაცები. მარტო პოპულარობისთვის არ გავაკეთე. პოპულარობა რომ მდომოდა, სხვა დროს გავაკეთებდი.

- შენ ადვილად მართავ მამაკაცებს?
- ძლიერ ქალს ადვილად შეუძლია მართოს თუნდაც, ძლიერი მამაკაცი. შეიძლება ითქვას, ვინც მყოლია, არავის მართვა დამჭირვებია, რადგან კომფორტული ურთიერთობები მქონდა.

- ბევრჯერ ყოფილხარ შეყვარებული?
- არა.
- ვინც გყოლია, რატომ აღარ არიან ისინი შენს ცხოვრებაში?
- ერთი ადამიანი მყავდა მარტო, რაღაც მიზეზების გამო დავშორდით. არ მინდა პირადზე საუბარი.

- რა არ მოგწონს კაცებში?
- 25 წლის ზემოთ მამაკაცები ფიქრობენ, ვითომ ევროპელები არიან, მაგრამ უცბად რაღაც ხდება. შეიძლება გაიჩინონ მეგობარი გოგონა, რომელიც მანამდე ძალიან მოსწონდათ, მაგრამ როცა გაიგებენ, რომ ან ცეკვავს ან მღერის... თუნდაც ჩემი მაგალითი ავიღოთ, მოდელი და მოცეკვავე ვარ, მიწევს ბიკინით გამოსვლა, გადაღება. ბევრი თვლის, რომ ეს უხამსობაა, მაგრამ სინამდვილეში, ხელოვნებაა ეს ყველაფერი. შრომას მოითხოვს. როცა ამას იგებენ, მერე უჩნდებათ პრეტენზიები. ზუსტად მაშინ ავლენენ აზიატ ხასიათს. ბიჭების უმეტესობა თითქმის ყველა

აზიატია, თუნდაც წლების წინ იყოს წასული აქედან.

- ქალებს მოსწონთ აზიატი კაცები?
- რაღაც დოზით საჭიროა, მაგრამ ზღვარი უნდა დაიცვას. განვითარება თუ გვინდა, სტერეოტიპები უნდა დაინგრეს, მაგრამ ვულგარული და გამაღიზიანებელი სახე ამას არ უნდა ჰქონდეს.

- შენი ნამუშევარი დოზირებულია?
- მე ვფიქრობ საერთოდ არაა ვულგარული. დოზირებულად მაცვია. ეს არაა ვულგარული და ბევრი ფიქრობს ალბათ ასე.

- გარეგნობის გამოც მკაცრად გაგაკრიტიკეს...
- როცა გარეგნულად ნორმალურზე კარგ გოგოს ხედავ, გამოჩნდებიან მამაკაცები, ვინც ხვდება, რომ ასეთი ქალის გვერდით ვერ იქნება და უარყოფითად გამოხატავენ აზრს მის შესახებ. საერთოდ, ქართულ საზოგადოებაში არ მომწონს გონებით სიბნელე.

- რას გულისხმობ გონებით ბნელში?
- რაღაცეების განვითარებას და სტერეოტიპების დარღვევას უნდა შეეგუონ. ამას ვეძახი გონებით სიბნელეს. როცა უაზრო კომენტარებს წერ, ეს გონების სიბნელეა.

- კმაყოფილი ხარ შენი გარეგნობით?
- არაფერს შევცვლიდი. ყველაფერი მომწონს, მაგრამ ქალს თუ უხდება, პლასტიკური ოპერაცია აუცილებლად უნდა გაიკეთოს.

- ზოგი იხდის, მკერდმოშიშვლებულებს როგორ უყურებ? გახდა ევროპელობაა?
- ეს სისულელეა, რომ თუ გაიხდი, ცვლილებას შემოიტან ევროპელობისკენ. აუცილებელი არაა გაიხადო და ამით მიიქციო ყურადღება. ეს სისულელედ მიმაჩნია.

- გონების სიბნელეა შიშველი რომ დადის ადამიანი ქუჩაში?
- მას ასე უნდა და ვერ შევაფასებ. შეიძლება სხვა რაღაცით გამოხატო თავისუფლება და არა გახდით. მარტივად პოპულარობის მოპოვება ასე ხდება, ალბათ.

- რომ არ გადაგეღო ეს კლიპი როგორ მიიქცევდი ყურადღებას?
- სადაც ვტრიალებ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ. ეს არ გამიკეთებია პოპულარობისთვის, როგორც თუნდაც მერსიმ გააკეთა.

- ერიდები ქართველ კაცებთან ურთერთობას?
- ვერიდები, მართლა განათლებული უნდა იყოს კაცი, მასზე სერიოზულად რომ ვიფიქრო. თურქი და ქართველი კაცები ძალიან ჰგვავან ერთმანეთს.

- თურქები არ მოგწონს?
- არიან კარგი აღნაგობის, მაგრამ თურქთან ურთიერთობის გამოცდილება არ მაქვს.

- მამაკაცს რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?
- მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანი მყავდეს და ალბათ, მეყოლება. თუ მიყვარს, შეიძლება რაღაცეებზე უკან დავიხიო მის გამო.

- სექსს რა მნიშვნელობას ანიჭებ?
- მაგალითს მოვიყვან, წარმოიდგინეთ კარგ საჭმელს რომ აკეთებენ და როცა გასინჯავ, თვლი, რომ რაღაც აკლია. ზუსტად მარილის ადგილს იჭერს სექსი წყვილის ურთიერთობაში. ჩვეულებრივია, წყვილს ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობა ჰქონდეს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge