ოთხფეხა მეგობარმა ბებია და შვილიშვილი შხამიანი კობრასგან იხსნა

87 წლის ვიქტორიამ საკუთარ სახლში შხამიანი კობრა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ამერიკულმა პიტ-ბულტერიერმა ჩივიმ ყეფა ატეხა.


შეშინებულმა მოხუცმა, შვილიშვილი მარია სასწრაფოდ იქაურობას მოარიდა და თვითონაც მეორე ოთახში გავიდა. ვიქტორია იმედოვნებდა, რომ ქვეწარმავალი გასასვლელს მონახავდა და გარეთ გავიდოდა.

თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ვიქტორიამ ოთახის კარი გააღო, კობრა მათ თვალწინ აღიმართა. „ისე შემეშინდა, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა. ხმამაღლა ვითხოვდი შველას“, - იხსენებს მარია.


როგორც ჩანს პატრონის განწირულ ყვირილზე ჩივიც შეშფოთდა, არ დაახანა, კობრას ყელში წვდა და იატაკზე დაანარცხა.

ამ ორთაბრძოლის დროს ქვეწარმავალმა მისი დაგესვლა მოახერხა და ჩივიც რამდენიმე წამში გველთან ერთად უსულოდ დაეცა...

როგორც პატრონები იხსენებენ, სიკვდილის წინ ძაღლმა თავის პატრონს, დამშვიდობების ნიშნად, კუდი გაუქიცინა.