სიტყვა, რომლის „გაუქმებასაც“ ქართველი მწერალი მოითხოვს

„გულისწასვლამდე დისკრიმინაციულია და ხაზს უსვამს ქალს, როგორც მეორეხარისხოვან სქესს“...

მწერალი ლელა კოდალაშვილი ქართული ლექსიკდან სიტყვა „გათხოვების“ ამოღებას და ამ სიტყვის დაქორწინებით ჩანაცლებას მოითხოვს. მწერალმა ეს პირობა სოციალურ ქსელში თავის ფეისბუქელ მეგობრებს წაუყენა და არგუმენტებითაც დაასაბუთა.

ლელა კოდალაშვილი: ,,ცოლი ითხოვა", ,,ხელი სთხოვა", ,,გათხოვდა", ,,გოგო გავათხოვე", ,,გავთხოვდი" - რომელ პირსა და ბრუნვაშიც არ უნდა ჩასვა, მაინც გულისწასვლამდე დისკრიმინაციულია და ხაზს უსვამს ქალს, როგორც მეორეხარისხოვან სქესს... უფრო მეტიც, მას უსულო საგნად, ნივთად მოიაზრებს. 
ამ სიტყვას კონსტიტუციით არ აკრძალავენ და მის ხმარებაზე სასჯელს არავინ დააწესებს. ამიტომ ისევ ჩვენ თუ მოვახერხებთ და ნელ-ნელა ამოვიღებთ მეტყველებიდან და გადავალთ მშვენიერ ნეიტრალურ სიტყვაზე - ,,დაქორწინება."