ბავშვის ეტლში მოკალათებული ძიძა სიგარეტს ეწევა - ფოტო ვაკის პარკიდან

როგორ იქცევიან ძიძები, როდესაც სახლში ბავშვთან მარტო რჩებიან, ამის გაკონტროლებას მშობლები ვიდეოკამერების საშუალებით ახერხებენ. თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც ძიძები ბავშვებს პარკში ასეირნებენ?...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ ასეირნებს ძიძა "სუფთა ჰაერზე" პატარა გოგონას. ფოტოზე გარკვევით ჩანს, რომ ძიძა აღსაზრდელის საბავშვო ეტლში ზის და სიგარეტს ეწევა.


"დღეს ვაკის პარკში ვიყავით მე და ჩემი შვილი, ერთი ადგილი აქვთ ძიძებს, სადაც ერთად იკრიბებიან, ჭორაობენ, სიგარეტს ეწევიან და ასე შემდეგ. ამ დროს ბავშვები რას აკეთებენ, რას იდებენ პირში, სად დახოხავენ, ღმერთმა იცის.

ეს ქალბატონი სანამ ამ "კალიასკაში" ჩაბრძანდებოდა, წაიწუწუნა, უფ, რა უბედურებაა ამ "კალიასკის" ბორბალმა, ხომ მომკლაო და ისევ დაუმაგრა. შემდეგ სიგარეტს მოუკიდა და ბავშვის "კალიასკაში" კომფორტულად მოკალათდა, თან ამ ბოლს ბავშვს კარგად ასუნთქებდა",- წერს ფოტოს ავტორი და ირონიულად დასძენს "ძალიან შემეცოდა ეს ქალი, რა უბედურებაა მშობლებმა ვერ უყიდეს თავის 1 წლის ბავშვს უფრო გამძლე "კალიასკა" ძიძა რომ კომფორტულად მოჯდეს?!", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი და თან ფაქტის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.