თბილისში, თამარ მეფის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ქალი გარდაიცვალა.
როგორც ''სამოქალაქო პრესას'' საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ, განუცხადა შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდთან მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ქალი გარდაიცვალა.
დანარჩენი მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდაცველები მუშაობენ.