ირმა ინაშვილი გიგი უგულავას განცხადებებს ეხმაურება და "ექსკლუზივ ნიუსთან" კომენტარს აკეთებს.
"ვეხმაურები ნაცმოძრაობის და მისი ლიდერების კანკალს, რომელიც გამოიწვია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმატებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. სასაცილოა, როდესაც ოკუპანტი რუსეთის ყველაზე ერთგული აგენტები, ნაცისტები, დღეს მე და ჩემს გუნდს მოგვიხსენიებენ ოკუპანტის მხარდამჭერ ძალად. კარგად გვახსოვს, ამ ხალხმა სწორედ ოკუპანტს, 2008 წელს როგორ ჩააბარა სამაჩაბლო და აფხაზეთი, როგორ გაწირა ქართული ჯარი და როგორ ხოხავდნენ მიწაზე. იმასაც ვხედავთ, როგორ ეხმარება სააკაშვილი რუსეთს უკრაინის დაშლა-განადგურებაში.
გარწმუნებთ, რუსეთის ასეთი ერთგული აგენტები მეორე მსოფლიო ომის მერე ნამდვილად არ ჰყოლია. თან, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს საკუთარი აგენტობის შენიღბვას და მისი ოპონენტების მიკერებას მტრის სახელთან, რაც მდაბიო, არაფრისმომტანი ხერხია. სინამდვილეში სააკაშვილიც თანამედროვე შტირლიცია და უგულავაც და კიდევ ბევრი შტირლიცია მათ რიგებში.
ამიტომ მოვუწოდებ ნამოძრაობას: გაანიავონ გონება, დამშვიდდნენ და მოემზადონ პოლიტიკურ ველზე ჩემთან და ჩემს გუნდთან შესახვედრად. მე მათ პოლიტიკურ დამარხვას ვპირდები".
წყარო: "ექსკლუზივ ნიუსი"