ნინო ბორჩხაძე: ისე ნუ იზამთ, რომ ნატურში გადავიდე ოჯახებით მოკითხვაზე!



„არასაპარლამენტო ოპოზიციის",  მთაწმინდის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო ბორჩხაძე,  სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:



„ძალიან გთხოვთ, აი, ძალიან, იმ ხალხს, ვინც ენას ილესავს ჩემი "ნაციონალობის" თაობაზე, - ისე ნუ იზამთ, რომ ნატურში გადავიდე ოჯახებით მოკითხვაზე. უკანა ხედი დააყენეთ თქვენ-თქვენ ადგილზე და საკუთარი, უძველესი პროფესიის, უახლოესი ნათესავების მოვლით დაკავდით, სანამ ზარატუსტრას ვუწევ ანგარიშს. უკანასკნელი გაფრთხილებაა, ჩათვალეთ," -წერს ნინო ბორჩხაძე.