რატომ ესროლა უცნობმა კაცმა 288 840 დოლარიან ლამბორგინის ქვა

კალიფორნიაში, 288 840 დოლარის ღირებულების ლამბორგინი ავენტადორს უცნობმა კაცმა მოზრდილი ქვა ესროლა. კაცის გაღიზიანების მიზეზი მძღოლი გახდა, რომელიც 700 ცხენის ძალის მქონე ძრავს მისი სახლის წინ ცდიდა. ქვის სროლამდე, მან მძღოლს მიმართა, გააგრძელოს ამის კეთება.


შემთხვევა სტივენ ზინმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ზინი telegraph-თან საუბრისას ამბობს, რომ ის მის მეგობართან ერთად უყურებდა ლამბორგინის მოძრაობას, როცა კაცი სახლიდან გამოვიდა. 

„გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ მძღოლი ხმაურს იწვევდა და ასფალტზე მუხრუჭები კვალს ტოვებდა“, - თქვა ზინმა.

შემთხვევის შემდეგ, მძღოლმა პოლიცია გამოიძახა.