"მალამო-სასწაული", რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ

"სასწაული მალამო" - ამ სახელწოდების მალამომ, მისმა სამკურნალო თვისებებმა და მარტივმა რეცეპტმა სოციალური ქსელი მოიარა.

მისი დამზადება მარტივია და სახლის პირობებშიც შესაძლებელია. 

ემალის ჯამში ჩაასხით ერთი ჭიქა რაფინირებული მცენარეული ზეთი, დაამატეთ ასანთის კოლოფის ზომის ფუტკრის ცვილი და დადგით ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ცვილი არ მიიღებს მდნარ ფორმას. შემდეგ ერთი მაგრად მოხარშული კვერცხის გულის ნახევარი ჩანგლით დააქუცმაცეთ და ნელ-ნელა შეურიეთ ზეთს და ცვილს. კარგად აურიეთ და გაზიდან გადმოდგით. გაგრილებისთვის დაახლოებით 10-15 წუთი დააცადეთ. შემდეგ მასა მაცივარში შუშის კონტეინერში შეინახეთ. 


მალამო ძალიან ეფექტურია. როგორც ამბობენ ის ჰაიმორიტს, ქალურ დაავადებებს, ყურის ანთებას, ყელის აბსცესს, ბრონქების პრობლემებს, შეშუპებებს, ანთებით პროცესებს, კბილის ტკივილს და განგრენასაც კი შველის. ნებისმიერი მტკივანი ადგილი მალამოთი ღამით უნდა დამუშავდეს. ძილის წინ მალამოს კომპრესების დადება გაგათავისუფლებთ ტკივილებისაგან. 

ამ მალამოს საშუალებით ფრჩხილების გაძლიერებაც შეიძლება. თუ გაწუხებთ სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები, ძილის წინ მათი მალამოთი დამუშავება უებარი წამალია.

მნიშვნელოვანია, რომ მალამო მხოლოდ ფუტკრის ცვილით მომზადდეს. გარე გამოყენებისთვის შესაძლებელია, რომ მალამოში ნებისმიერი სახის ზეთი გამოიყენოთ, თუმცა შიდა გამოყენებისთვის მცენარეული ზეთია რეკომენდირებული.