ნინო უჩანეიშვილი: „არის წუთები, როცა ძალიან მენატრება“
"ნამდვილი ქართველი მაჩო, რომანტიკული, მილიონობით ქალის გულთამპყრობელი, ეს სოსო პავლიაშვილია, - ასე წარადგინა ქართველი მომღერალი გადაცემა Пусть говорят-ის წამყვანმა ანდრეი მალახოვმა.
ანდრეი მალახოვი: „კარიერის მანძილზე, ხშირად საუბრობდნენ მის რომანებზე ესტრადის ყველაზე ლამაზ ქალებთან, მაგრამ არავინ იცის, რა გავლენა ჰქონდა ამ რომანებს სოსოს პირად ცხოვრებაზე. მზიან თბილისში მომღერლის პირველი და ოფიციალური ცოლი - ნინო უჩანეიშვილი ცხოვრობს. ჯარიდან დაბრუნებული სოსო მასზე დაქორწინდა, შემდეგ მოსკოვის დასაპყრობად წავიდა, სადაც მომღერალ ირინა პანაროვსკაიას შეხვდა. მათი რომანის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. მოგვიანებით კი, 34 წლის სოსო პავლიაშვილმა 16 წლის მოსწავლის, ირინა პატლახის მოხიბვლა შეძლო. რუსმა მოცეკვავემ ქართველ მომღერალს ორი ქალიშვილი აჩუქა, თუმცა მასთან დღემდე არ არის დაქორწინებული".
მომღერლის ამჟამინდელი მეუღლე ირინა პატლახი, ყოფილი ცოლი ნინო უჩანეიშვილი, პავლიაშვილის და, მშობლები, სიდედრ-სიმამრი, შვილები და ცნობილი ადამიანები ანდრეი მალახოვის სტუდიაში იყვნენ მიწვეულნი.