მასტერი: "მუშაობა ნარკოტიკივით მექცა"

რეპერ მასტერს ზაფხულში იმდენი საქმე აქვს, რომ საერთოდ ვერ დაისვენებს. Mediamall.ge მას დაუკავშირდა და თუ რა გეგმები აქვს, თავად მოგვიყვება:

– სიტყვა დასვენება რა არის, საერთოდ არვიცი. მუშაობა უკვე ნარკოტიკივით მექცა. კლიპების გადაღება მაქვს დაგეგმილი და არ მცალია, შაბათ–კვირას შეიძლება მეგობრებთან ერთად სადმე გავიდე.

– თუ არ დაისვენე, ისე როგორ შეძლებ ძალების აღდგენას?


– მე საწვავზე ვმუშაობ და ამ საწვავს ჩემი მსმენელი მაძლევს (იცინის). ხალხის მხრიდან სიყვარულია ჩემი ძალების აღდგენა. სახლში სულო მეჩხუბებიან, რომ დავისვენო და ხანდახან მეც მგონია, რომ გადავიწვები, მაგრამ სტუდიაში როგორც კი გამოჩნდება რამე საქმე მაინც ენერგიულად ვარ. 

– საკონცერტო ტურნეს ხომ არ გეგმავ?

– ვგეგმავ მთელი საქართველოს მასშტაბით, ოღონდზაფხულის მერე.

– როგორც მახსოვს კიდევ ერთ ახალ კლიპს იღებდი.

– დიახ და განსხვავებული ჟანრის იქნება. რეპის სტილში არ არის და ვფიქრობ რომ ყველაზე რეიტინგული სიმღერა იქნება სიმღერებს შორის. ძალიან მალე მზად იქნება და შეგატყობინებთ ექსკლუზიურად თქვენ.