საკრებულოში გაცემული პრემიების სია: 1 თვის განმავლობაში 30-მა დეპუტატმა ათასობით ლარი აიღო

\
თბილისის საკრებულომ ჟურნალისტებს საკრებულოს იმ წევრებისა და თანამშრომლების სია გადასცა, რომლებზეც ივნისში პრემია გაიცა. 

ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე დიდი ოდენობის პრემია - 8496 ლარის ოდენობით საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა აიღო. 
შიხიაშვილის შემდეგ ყველაზე დიდი ოდენობით პრემია - 7080 ლარის ოდენობით მის პირველ მოადგილეზე გიორგი მუსხელიშვილზე გაიცა. 

საკრებულოს დანარჩენი წევრების მიერ ჩარიცხული პრემიები კი ასეთია: გიორგი ტყემალაძე 6840, ჯაბა სამუშია 6840, მიხეილ ქავთარაძე 6240, გიორგი ნემსაძე 6240, ზაალ სამადაშვილი 6240, გიორგი ქველაძე 6240, გელა ომანიძე 6240, ნინო თევდორაძე 6240, ზაურ დოლიძე 6240, 

კახა გურული 6240, ზურაბ გაჩეჩილაძე 6240, ირაკლი დვალი 6240, კახა კუკავა 6240, ნათელა მაჭავარიანი 6240, დავით წერეთელი 6240, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი 6240, დავით ჯინჭარაძე 6240, კახაბერ ფირუაშვილი 6240, მაკა გვარამია 6240, მამუკა კაციტაძე 6240, თამაზ შოშიაშვილი 6240, ლაშა იმედაშვილი 6240, თეიმურაზ გრიგალაშვილი 6240, მამუკა ახვლედიანი 6240, კონსტანტინე იონათამიშვილი 6240, ზაზა გაბუნია 6240, მერაბ რაფავა 6240, გიორგი ჩაჩანიძე ასევე 6240 ლარი.

საკრებულოში პრემიები 2880-დან 800 ლარის ფარგლებშიც არის გაცემული. პრემია სულ 30 დეპუტატზეა გაცემული, დანარჩენები კი საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან. პრემია სულ 243 ადამიანზე გაიცა.