ტელეწამყვან თაკო ჩორგოლაშვილისა და კალათბურთელ რეზი დიდიას სიყვარულით შექმნილი ოჯახი, წელიწადნახევარში დაინგრა. თაკო ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა.
თაკო ჩორგოლაშვილი - მე და რეზი რამდენიმე თვეა ერთად აღარ ვართ, ჩვენი ოჯახური ცხოვრება დასრულებულია, მგონია რომ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ორი ადამიანი რაღაც ეტაპს ან გადალახავს, ან ვერა. ვერ გეტყვით, რომ კრიზისული პერიოდი ვერ გადავლახეთ,
უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო ბევრი ოჯახი ინგრევა და ჩვენც მათ რიცხვში აღმოვჩნდით.ჩვენი დაშორბა ძალიან მტკივნეული იყო და ეს ბუნებრივიცაა, თუმცა მგონია, რომ ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადავედი და ამიტომ გულისტკივილი აღარ მაქვს.