თიკა ჯამბურია უცხოეთში წასვლაზე ჟურნალ "სარკესთან" ალაპარაკდა.
თიკა ჯამბურია - ძალიან ბევრმა ადამიანმა გამიცრუა იმედები და მინდა უბრალოდ წავიდე. ტვინი ისე მაქვს გადაღლილი, მეტი აღარ შეიძლება. ძალიან მინდა უცხოეთში წასვლა, საქართველოდან აუცილებლად უნდა გავემგზავრო,
ერთადერთი რაც მაყოვნებს, ჩემი შვილი ნინაა. არ ვიცი მის გარეშე როგორ უნდა ვიყო. საზღვარგარეთ ან უნდა ვიმუშაო ან ვისწავლო, ბავშვთან ერთად კი ამას ვერ მოვახერხებ. არჩევანს ევროპასა და ამერიკას შორის გავაკეთებ. ვნახოთ რომელი უფრო გაამართლებს. ამ ეტაპზე ისე ძალიან მინდა აქედან წასვლა, რომ მეტი არ შეიძლება/