ბერიკაშვილს და კულტურის მინისტრის სხვა მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ

კულტურის მინისტრის მოადგილეეს უფლებამოსილება შეუწყდათ. ინფორმაცია ამის შესახებ „პირველ რადიოს“ სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა. აღნიშნულთან დაკავშირებითკულტურის სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მითითებულია , რომ მინისტრის მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა კანონის ფარგლებში პრემიერის ბრძანების საფუძველზე მოხდა.


„საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის N239 ბრძანებით მიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად დაინიშნა.
ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პრემიერ მინისტრის N240 ბრძანებით უფლებამოსილება შეუწყდათ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეებს“,-აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში