რამზან კადიროვმა გარდაცვლილი დოკუ უმაროვის ფოტო გამოაქვეყნა

“ძვირფასო მეგობრებო! ადრე განვაცხადე, რომ დოკუ უმაროვი სპეცოპერაციის მსვლელობისას იქნა ლიკვიდირებული, თუმცა სხვადასხვა ძალოვან უწყებებსა და მედიასაშუალებებში ეს ინფორმაცია ეჭვის ქვეშ დააყენეს. ისინი ამბობდნენ, რომ ცხედარი არ იყო. მოგვიანებით, ეს ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა. ახლა მათთვის, ვისაც სურს დაიჯეროს, რომ ეს ვირთხა კვლავ ცოცხალია, ჩვენ შეგვიძლია, ვაჩვენოთ ის სიკვდილის შემდეგ. უმაროვი არასოდეს ყოფილა მეომარი, ის მსოფლიოში მომხდარი ყველა ამბის საკუთარ თავზე აღების სპეციალისტი იყო. ამაში მან სალმად რადუევსაც კი აჯობა. უმაროვმა იპოვა თავშესაფარი, რასაც ეძებდა. ჩეჩნეთში კი არასოდეს იქნებიან უმაროვები, ბასაევები, ხათაბები. ამისთვის ჩვენ გვაქვს ნება, ძალა, ერთობა და ერთსულოვნება”, - აცხადებს კადიროვი.