მალაიზიის ავიახაზების ბოიონგ-777 დონეცკის ოლქში შახტიორსკის რაიონში გუშინ ჩამოვარდა. ოპერატიული ჯგუფის მონაცემებით, მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის კავშირი კიევთან 16:20 საათზე გაწყდა. ლაინერი ასრულებდა რეისს კუალა-ლუმპუ-ამსტერდამი.
"მალაიზია ეარლაინსის“ ონფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იყო. ამ დროისთვის ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია 121 ადამიანის ცხედარი, მათი იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერის ბორტზე იმყოფებოდნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესმდივანი და შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი.
მალაიზიის ხელისუფლებამ უკვე გაგზავნა უკრაინაში სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებიც მომხდარის მიზეზებს შეისწავლიან. სპეციალური კომისია შექმნა უკრაინის ხელისუფლებამაც. თავის მხრივ სეპარატისტებმა, რომლებიც უკრაინის აღნიშნულ ტერიტორიას აკონტროლებენ, უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები საერთაშორისო და უკრაინელი ექსპერტებისთვის, რომლებიც რეგიონში კატასტროფის ადგილის შესასწავლად ჩავლენ.
ნინა გოლოშვილი