საქართველოში ბოლო დროს ყველაზე პოპულარული ბავშვი - ელენე კუტალაძე 20 ივლისს ერთი წლის გახდა. ნინი ბადურაშვილმა შვილს პირველი დაბადებისდღე მცხეთაში აგარაკზე გადაუხადა. ელენეს დაბადების დღეზე ნინის განუყრელი მეგობრები ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძეც იყვნენ.
ცოტა ხნის წინ შვილის მოსანახულებლად თბილისში მამა-ირაკლი კუტალაძე მშობლებთან ერთად ჩამოვიდა, მაგრამ როგორც ფოტოებიდან ჩანს დაბადების დღეს არ დასწრებია, ყოველ შემთხვევაში მცხეთის აგარაკზე.
ელენე ფოტოკამერების წინ უკვე დიდი გოგონასავით პოზირებს და როგორც ჩანს, პოპულარული ოჯახის შვილი უკვე შეეჩვია ყურადღებას.
სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის