"ეროსიმ თავისი სიცოცხლით "რუსთავი 2" შექმნა, სიკვდილით კი გადაარჩინა! "

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
გოცირიძეს არ სჯერა, რომ ხელსიუფლება ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას შეძლებს.


"ეროსიმ თავისი სიცოცხლით "რუსთავი 2" შექმნა, სიკვდილით კი გადაარჩინა!

მოკლეს, თავი მოიკლა, გაუვარდა! სამივე ვერსიას ეყოლება თავისი მიმდევრები და ვერასდროს მოხდება ერთზე შეთანხმება, ისევე როგორც ყველა წინა უბედურ შემთხვევებში.
ხელისუფლებამ დაუშვა უდიდესი შეცდომა, როცა დაიწყო ინტრიგების ხლართვა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ.
წინა ხელისუფლება "იმედში" შეჭრის დღეს დამთავრდა. დანარჩენი დროის საკითხი იყო. ამ ხელისუფლების მესაფლავე "რუსთავი 2" გახდებოდა.

ეროსის სიკვდილმა არა მარტო "რუსთავი 2" გადაარჩინა, არამედ ხელისუფლებაც.

რა თქმა უნდა, თუ ამდენი ჭკუა ეყოთ!", - წერს რომან გოცირიძე.

"რუსთავი 2"- ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი გუშინ სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.