თბილისის საკრებულოში პრემიების გაცემის საკითხის რეგლამენტში შეტანას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. სიტყვიერი დაპირისპირება ფრაქცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერსა და დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ელისაშვილმა განაცხადა, რომ სამუშიას პრემიების საკითხი აწუხებს, რადგან მას ყველაზე დიდი პრემია აქვს აღებული.