ავარიაში მოყოლილი მოსწავლეები მოძრავ მანქანაში სექსით იყვნენ დაკავებულნი


"ავარიის დროს ვერ მოხვდები ისეთ სიტუაციაში, რომ საცვალი გაგძვრეს".

ნოვოსიბირსკთან ახლოს, საღამოს საათებში, ავარიაში მოზარდები მოყვნენ, რომლებმაც სკოლაში სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ ავტომანქანით გასეირნება გადაწყვიტეს.

შემთხვევა 2011 წლის გაზაფხულზე მოხდა და ამ დრომდე იხსენებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კურიოზულ და ტრაგიკულ ავარიას.

„ლადას“ მარკის ავტომანქანა ერთ-ერთი მოსწავლის მამას ეკუთვნოდა. მანქანაში სულ შვიდი მოზარდი იჯდა - ორი გოგო და ხუთი ბიჭი. მათგან ყველაზე უფროსი, იგორი 20 წლის იყო. ოფიციალური ვერსიით, მანქანას სწორედ ის მართავდა, მიუხედავად იმისა, რომ მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა.


თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ საჭეთან 17 წლის ალექსი იჯდა. ახალგაზრდები სოფელ შურიგინოდან სოფელ ვინოგრადში მიდიოდნენ.“ჩერეპანოვო-სუზუნის“ გზის 36-ე კმ-ზე მანქანა გზიდან გადავიდა და ხეივანში შევარდა.

სამი მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - უმცროსი 13, უფროსი კი 15 წლის იყო. ორი გოგონა და ორი ბიჭი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს. მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე საყურადღებო ის დეტალია, რაზეც სამართალდამცველები ამახვილებენ ყურადღებას:

„ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მოსწავლეები მანქანაში ან სექსით იყვნენ დაკავებულნი, ან ერთმანეთთან ინტიმური თამაშებით ერთობოდნენ. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ ყველა მოზარდი მანქანიდან ნახევრად შიშვლები გადმოვიყვანეთ. ასე განსაჯეთ, ერთ-ერთ გოგონას ქვედა საცვალი არ ეცვა. ალბათ, დამეთანხმებით, ავარიის დროს ვერ მოხვდები ისეთ სიტუაციაში, რომ საცვალი გაგძვრეს", - აცხადებდა ადგილობრივი პოლიციის უფროსის მოადგილე, ვლადიმირ მალნოვი.

მისი განცხადებების დადასტურება ან უარყოფა ვერ მოხერხდა, რადგან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებაზე გარდაცვლილი მოზარდების მშობლებმა თქვეს უარი.