ერთი საათის წინ მებო ნუცუბიძემ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ მან X-Factor-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად კონკურსანტი ასახელებს იმას, რომ მას იმ სიმღერებს არ ამღერებდნენ, რაც მას სურდა და მასთან ახლოს იყო. მებოს ადგილას პროექტის ხელმძღვანელებმა ორი კონკურსანტის დაბრუნება გადაწყვიტეს. პროექტს წინა ორშაბათს გამოთიშული ორი კონკურსანტი უბრუნდება. ესენია მიშო ელიავა და სოფი სააკაშვილი. ამის შესახებ PrimeTimeNews-ს მიშო ელიავამ დაუდასტურა.
მიშო ელიავა: მე და სოფი სააკაშვილი დაგვაბრუნეს. რატომ არ ვიცი, გუშინ საღამოს პროდიუსერებმა დამირეკეს და მითხრეს. მიზეზებზე დღეს დაგველაპარაკებიან.
http://primetimenews.ge/