ნანუკა ჟორჟოლიანი: “არ შემეძლო ეს ობიექტურად არ მეთქვა!”

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ საქალაქო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ყურადღებას კონკრეტულ ფაქტზე ამახვილებს.
“გუშინ საქალაქო სასამართლოსთან პოლიციელების ღია კეთილგანწყობა ჩემს მიმართ ნაკლებად მგონია შოუს დამსახურება იყოს. მათი დაუფარავი აგრესიის ფონზე (ოპოზიციის მიმართ) გამიკვირდა ეს. მივხვდი, რომ მათთვის ირაკლის ცოლი ვიყავი და კიდევ უფრო მეტად მესიამოვნა ის, რაც მე მათგან დავინახე. ეს იყო კეთილგანწყობა! არ შემეძლო ეს ობიექტურად არ მეთქვა!”, – წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.