გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკვაშირებული 10 მასალა გადაუგზავნა.
თორდიას განცხადებით, აღნიშნული მასალებიდან მხოლოდ ერთი ეხება ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ შესყიდვას.
„მასალები არ ეხება მხოლოდ 2013 წელს და მხოლოდ ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს. მასალები მოიცავს 2011, 2012 და 2013 წლებს. მთავარი პროკურატურისთვის გადაგზავნილი ყველა მასალა, ჩვენი აზრით, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა შესაძლოა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდგომ პროკურატურამ მიიჩნიოს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ აქვს. ეს უკვე მათი კომპეტენციაა", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
გენერალური აუდიტორის განმარტებით, საქმეთა უმრავლესობაზე პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს.
„ალასანიას მინისტრობის პერიოდს ეხება მხოლოდ ერთი მასალა. ასევე ერთ საქმეზე არის კითხვები, თუმცა ჯერ დარწმუნებულნი არ ვართ, ვინაიდან საკითხი კიდევ საჭიროებს კვლევას. ზოგადად, ჩვენ 2013 წელს მთავარი პროკურატურიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რა სტატუსი აქვს ჩვენ მიერ გადაგზავნილ მასალებს. როგორც გვითხრეს, უმრავლესობაზე არის სისხლის სამართლის გამოძიება დაწყებული. შემდგომში ჩვენ გვექნება ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივი შედეგი დადგა ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით", - აღნიშნა თორდიამ.
ავტორი: თაკო საკანდელია reportiori.ge