მას არ აქვს სახელი, არ ჰყავს მშობლები, თვითონაც თითქოს არ არის... ის აბორტის შედეგია, რომელიც ყველაფრის მიუხედავად გადარჩა. ეს პატარა არსება სულ რაღაც 940 გრამია და კიდევ სამი თვე მაინც უნდა ყოფილიყო დედის მუცელში...
25 წლის გოგონამ ორსულობის მე-14 კვირაში გადაწყვიტა, ორსულობა შეეწყვიტა და რაღაც ჩინური აბების მიღება დაიწყო. არც მაშინ გაჩერდა,
როცა აბებმა არ უშველა და ბავშვი კვლავ აქტიურად მოძრაობდა მუცელში. ამის მერეც განაგრძობდა ნაყოფის მოწამვლას, მაგრამ დედის მიერ უარყოფილი ნაყოფი განაგრძობდა სიცოცხლეს. მაშინაც კი გადარჩა, როცა ორსულობის 26-ე კვირაში გოგონამ ექიმებს მიმართა აბორტისთვის.
მუცლიდან გამოყვანილ პატარას ნორმალურად არ აქვს განვითარებული მნიშვნელოვანი ორგანოები, ამიტომ ის მთლიანად დამოკიდებულია ექიმების პროფესიონალიზმზე. სამედიცინო აპარატურის მეშვეობით აღჭურვავენ მის პატარა ორგანიზმს ჟანგბადით და ათბობენ, რომ არ გაიყინოს. მას ჯერ ყლაპვაც არ შეუძლია, ამიტომ, რომ არ დაიხრჩოს, ექთნები კათეტერით უღებენ პირიდან ზედმეტ სითხეს.