ვერიკო ტურაშვილი ბიჭის მაგივრად, გოგოს ელოდება

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ვერიკო ტურაშვილი ბავშვს ელოდება. მომღერალი უკვე მერვე თვეშია და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეგონა, რომ ბიჭი ეყოლებოდა. ახლა კი, მორიგი ექოსკოპიის დროს აღმოჩნდა, რომ მალე მეორე გოგონას დედა გახდება.

ვერიკოს ბიჭისთვის უკვე სახელიც ჰქონდა მოფიქრებული, უფრო სწორად, ბავშვის მამამ, ლაშა ნაკაიძემ მოიფიქრა - ნიტე. ახლა, როდესაც შეიტყვეს, რომ გოგონა დაიბადება, ვერიკომ თავიდან დაიწყო ფიქრი პატარის სახელზე.


ექოსკოპიიდან გამოსულმა მომღერალმა თავის მეგობრებს ''ფეისბუქზე'' ახალი ამბავი გაუზიარა, რასაც მისალოცი კომენტარები მოჰყვა. ზოგმა ისიც კი იფიქრა, რომ ბავშვი უკვე დაიბადა.

ვერიკო კი პატარას დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ელოდება. სიახლით აღფრთოვანებულია ვერიკოს ქალიშვილი, ლიზა ბერუჩაშვილი, რომელმაც დედის კედელზე შემდეგი სიტყვები დაწერა: ''არ მჯერა…''