ტელე/რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში” უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესა და ”რეფორმირების ცენტრის” წარმომადგენლებს შორის ცხარე კამათი გაიმართა. ”რეფორმირების ცენტრის” წარმომადგენელმა რაფალიანცის, ხარძიანისა და ვაზაგაშვილის მკვლელობები ამნისტიას დაუკავშირა, რასაც ნანა კაკაბაძის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. კამათი მალე ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. უფლებადამცველები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი ”რეფორმირების ცენტრის” წარმომადგენლებმა ხელისუფლების ლობირებაში დაადანაშაულეს. თავის მხრივ ნანა კაკაბაძემ მათ საქმიანობას ”შავი პიარი” უწოდა.
Posted by backround.ge on 11 Апрель 2015 г.