როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, მას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ფოტო, რომელზეც „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძესთან ერთად არის გადაღებული.
„ნანუკა, შენს გვერდით საჭმლის ჭამა არ შეიძლება და რას ხლართავ და ბანდავ თუ იცი? მართლაც, არ შეიძლება შენს გვერდით საჭმლის ჭამა, ისევე როგორც მამუკა ხაზარაძესთან არ შეიძლება პურის გატეხვა, რადგან იმ გვამების სუნით ყარხარ, რომელსაც ვანო მერაბიშვილი შენს ავადსახსენებელ ქმართან ერთად უკვეთდა სპეცრაზმს, აქაოდა ორი გვამი მჭირდებაო; ხოლო მამუკა ხაზარაძე, „უბორნიის პოეტებისა" და „ტუალეტის მჯღაბნელების" სუნით ყარს!
ქვეყანა ააქოთეთ, ააყროლეთ, საქართველო სისხლისა და ცრემლების ზღვაში აბანავეთ და შენ, შენი სპონსორი ხაზარაძე და შენი პატრონი სააკაშვილი ბედავთ და ქართველ ხალხს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ელაპარაკებით?!
ნანუკა, გაკრიალებული სტუდიებისა და აპარტამენტებისკენ შენ, მამუკა ხაზარაძემ და თქვენმა მწყემსმა მიხეილ სააკაშვილმა სისხლით, ტალახით, საშინელი სიმყრალითა და ღალატით გაპოხილი გზებით იარეთ - კანიც ბევრჯერ გამოიცვალეთ, ვარცხნილობაც და ტანსაცმელიც, მაგრამ სადაც გაივლით, ბინძური სუნი მაინც არ გშორდებათ!"- წერს ჟურნალისტი.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)
REPORTIORI.GE