ასე მარტივად შეგიძლიათ დავიკლოთ 10 წამში 5 კილოგრამი

სწრაფად გახდომა გსურთ? ზედმეტი წონა გაწუხებთ? ეს იოლად მოგვარდება და საამისოდ სულაც არ არის საჭირო მკაცრი დიეტა და სპორტდარბაზში გაუთავებელი ვარჯიში - საკმარისია სწორად შერჩეული ტანსაცმელი და გამართული სიარული. წლების განმავლობაში გავრცელებული იყო აზრი, რომ მსუქანმა ქალებმა უნდა ატარონ ჰორიზონტალურხაზიანი სამოსი, რომ ვერტიკალური ხაზები მათ გამხდარს გამოაჩენს. როგორც მკვლევარებმა დაამტკიცეს,
ეს მცდარი მოსაზრება ყოფილა და ვერტიკალური ხაზები ადამიანს უფრო მსუქანს აჩენს. ჰორიზონტალურ ხაზებს საპირისპირო ეფექტი აქვთ - ვიზუალურად ამცირებს სხეულის პარამეტრებს, მათ შორის მუცელსა და ზედმეტად განიერ თეძოებს. გირჩევთ, მეორე უკიდურესობაში არ გადავარდეთ და გარდერობი არ აავსოთ ზოლიანი ტანსაცმლით. გასახდომად გამოიყენეთ მარტივი საშუალებები: გაიმართეთ მხრებში, შეისუნთქეთ, გამართულად იარეთ. ფსიქოთერაპევტის რჩევით, სხეულის წესრიგში მოსაყვანად, სულ რაღაც 10 წამი დაგჭირდებათ. სწორი ზურგი სარკის წინ დადექით სწორად. იატაკს ტერფები მთლიანად დაადგით. გაიმართეთ, მხრები გადაშალეთ და თავი მაღლა ასწიეთ. აი, ასე უნდა იაროთ - და არა მარტო 5 სმ-ით `ამაღლდებით~, არამედ რამდენიმე კილოსაც `დაიკლებთ~. სწორი მხრები თუკი თქვენ მთელ დღეს კომპიუტერის მონიტორთან ატარებთ, ე.ი. მოხრილი ზიხართ, მაგრამ თუ გასწორებული დგახართ ან ზიხართ, მაშინ ბეჭები ჩამოშვებულია და ერთმანეთს მიახლოებული. აუცილებელია მხრების გასწორება, მაშინ თქვენ უფრო მომხიბვლელი და მიმზიდველი გამოჩნდებით. გარდა ამისა, არც მხრებისა და კისრის სახსრების ტკივილი შეგაწუხებთ. ბრტყელი მუცელი სანამ გამართული დგახართ, მარტივი ვარჯიში ჩაატარეთ: მუცელი შესწიეთ, კუნთები, რაც შეიძლება მაგრად დაჭიმეთ, შემდეგ მოეშვით ისე, რომ თქვენმა კუნთებმა მუშაობა განაგრძოს. ეს ვარჯიში შეასრულეთ მანამ, სანამ არ მოგბეზრდებათ. ამ ვარჯიშის წყალობით მოშვებული მუცელი გაგიმაგრდებათ და აღარც წელის ტკივილი შეგაწუხებთ. მოხდენილი უკანალი დადექით სწორად, დუნდულების კუნთები ძლიერად დაძაბეთ და ასე გაჩერდით, რამდენ ხანსაც შეძლებთ. ეს ვარჯიში ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ ჩაატაროთ და ზაფხულს მოხდენილი უკანალით შეხვდეთ. გარდა ამისა, ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ, კისრის არეში, ზურგსა და მხრებში ტკივილი აღარ გექნებათ.