„ხვალ შენს მაგივრად პრეზიდენტის რეზიდენციაში პინგვინს რომ შეიყვანენ, ხო უნდა მივხვდეთ, რომ შენ სხვაგან ხარ?“

ირინა სარიშვილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის  ათონელის რეზიდენციაში გადასვლის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ქოცებო, საერთოდ დაკარგეთ ყველაფრის გასაღები ხო?  სხვა ყველაფერი მოაგვარეთ და ეხლა პრეზიდენტს ეცით გამოსასახლებლად არა?



გააგებინეთ მაინც! მგონი თვითონ არ იცის, ნუ ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში სხვათაშორის, გიორგი მარგველაშვილი ის იშვიათი შემთხვევაა ჩემს ბოლოდროინდელ შეფასებებში, სადაც მე ვაღიარებ, რომ შევცდი, და ეს კაცი, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, ბევრად უკეთეს დამოკიდებულებას იმსახურებდა ჩემგან, ვიდრე მე ეს თავიდან გამოვხატე, მით უმეტეს ამ სრულიად უნუგეშო ქოცურ ფონზე...

მაგრამ რა მერე?! იყენებს რამეში?! არა! მაგრამ ამაზე, სხვადროს და სხვა სტატუსში! რა დროს ესაა, პრეზიდენტს რეზიდენციიდან ასახლებენ!!! ასეთი რამ გსმენიათ ვინმეს???

ჩვენ კი დაგიცავთ გიორგი, შეგიფარებთ და გულში ჩაგიხუტებთ, თითო გულს აქაც არავინ დაგამადლის, მაგრამ შენც უნდა გაინძრე, მიდგე– მოდგე, არ გამოვა სხვანაირად! პრეზიდენტი ხარ, ეს მაინც გახსოვს??? ხვალ შენს მაგივრად პრეზიდენტის რეზიდენციაში პინგვინს რომ შეიყვანენ, ხო უნდა მივხვდეთ, რომ შენ სხვაგან ხარ?

იფიქრე გიორგი! კარგად იფიქრე!

სტატუსი უაღრესად კეთილგანწყობილია, თუმცა უიმედო“, - წერს ირინა სარიშვილი.

http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=28181