საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ელექტრო–მექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 21, 22 და 23 აპრილს, დილის 10:00 სთ–დან საღამოს 20:00 სთ–მდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღე–ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე განხორციელდება.
კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვირაბის გავლით განხორციელდება. დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას, საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა იქნება უზრუნველყოფილი.
რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა, თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად განხორციელდება.