კარგი რა ნუა აფუჭებ "სპეცოპერაციას". ვერტმფრენი როგორ დაფირნავდა მთელმა საქართველომ ნახა.

კარგი რა ნუა აფუჭებ "სპეცოპერაციას". ვერტმფრენი როგორ დაფირნავდა მთელმა საქართველომ ნახა.
დავიჯერო ჩაბარდა და ემრე ეს სპეცოპერაციაში გაასაღეს.
არა, ამას არ იკადრებდა პოლიცია. ასეთ რამეს ვერ დავიჯერებ.

-------------------------------------------------------------------------
შალვა აბულაძის მეგობარი, რამინ მამედოვის ძმა ამბობს, რომ აბულაძე პოლიციას თავად ჩაბარდა და ამის მიზეზად მისი მეგობრების ნარკოდანაშაულისთვის დაჭერას ასახელებს. როგორც ჟურნალისტებს მიხეილ მამედოვმა განუცხადა, აბულაძეს "მეტი გზა არ ჰქონდა"

"ჩემი აზრით, იგი თვითონ ჩაბარდებოდა იმიტომ, რომ ისეთ წერტილში მოარტყეს, მეტი გზა არ ქონდა. მის 4 ძმაკაცს ნარკოტიკი ჩაუდეს, მათ შორის ჩემს ძმას და ასევე ერთ-ერთ მის დეიდაშვილს.
ძებნილი აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მეც ვყავდი წაყვანილი ახალციხეში და მითხრეს, თუ არ ვეტყოდი სამუდამო პატიმრობა მემუქრებოდა. საუბარია პოლიციელის წინა მკვლელობაზე", - განაცხადა მიხეილ მამედოვმა.

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის მეგობარი რამინ მამედოვი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს. საქალაქო სასამართლოში მისი ახლობლები არიან შეკრებილი.