სკანდალური ფოტო: არასწორი მაკიაჟის კვალი ანჯელინა ჯოლის სახესა და მკერდზე




მუდამ მოწესრიგებული ანჯელინა ჯოლი ბოლო საჯარო თავყრილობაზე ფრიად უხერხულ მდგომარეობაში მივიდა, თუმცა, სავარაუდოდ, მან სიჩქარეში ვერ შეამჩნია ლაფსუსი, რაც მგრძნობიარე ფოტოკამერებმა მაშინვე დააფიქსირეს.


საქმე ის გახლავთ, რომ პარასკევს ნიუ-იორკის ერთერთ თეატრში ბრედ პიტთან ერთად მისულმა ანჯელინა ჯოლის ვიზაჟისტმა მაკიაჟის დროს, ეტყობა ვერ მოზომა - ჯოლის სახესა და მკერდზე თეთრი ლაქები ჩანდა.