როდიდან გამოიდარებს საქართველოში



14-დან 18 ივნისამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ალაგ-ალაგ სეტყვა. ძლიერი წვიმის შედეგად შესაძლოა პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყლის დონემ საშიშ ნიშნულამდე მიაღწიოს.


პერიოდულად დასავლეთ საქართველოსა და თბილისში გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრს მიაღწევს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით + 22 გრადუსი; აღმოსავლეთში + 27 გრადუსი, თბილისში კი + 27 გრადუსი იქნება.

13 ივნისს ქვეყნის უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ზოგიერთ რაიონში შესაძლოა კვლავ იწვიმოს. პერიოდულად ძლიერი ქარი შენარჩუნდება, მათ შორის თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა იქნება დასავლეთში + 24 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში + 27 გრადუსი; თბილისში + 26 გრადუსი.

14 ივნისიდან 18 ივნისამდე კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნალექო მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში + 32 გრადუსამდე მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი + 33 გრადუსამდე.

"ინტერპრესნიუსი"