როგორ გადაუხადა პრემიერმა შვილს დაბადების დღე: გადაყენებული მანქანები, პოლიციის ლენტი და სახელმწიფო დაცვა...


პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე აღწერს, როგორ გადაუხადეს დაბადების ღე საქართველოს პრემიერმინისტრის შვილს დაბადების დღის ცენტრში და რა ხდებოდა აღნიშვნის დაწყებამდე მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ოთხი დღის წინ, 16 საათსა და 20 წუთიდან, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებთან ამ ნომრიდან 577 30 06 21 დაიწყეს რეკვა და მოთხოვნა: ქვემოთ ჩამობრძანდით და მანქანები გადააყენეთო.


მაცხოვრებელთა გაოცებულ შეკითხვაზე, აქ ვცხოვრობთ და ავტომობილებიც აქ გვიყენია, რასთან დაკავშირებუთ მოითხოვთ ასეთ რამესო, მიუგეს, დაბადების დღეა და დაბეჯითებით მოგიწოდებთ, ასე მოიქეცითო.

კორპუსის პირველ სართულზე საბავშვო ცენტრი "Lost" მუშაობს. მუშაობს დიდი ხანია, მაგრამ ასეთი მოთხოვნა პირველად გაჟღერდა. ქვემოდ ჩასულ მეზობლებს ცენტრის ადმინისტრაციის ნაცვლად ხელში შერჩად სახელმწიფო დაცვის სამსახურის მუშაკები, რომლებიც უკვე გაშინაურებულიყვნენ და "ალაგებდნენ სიტუაციას".

გაწმენდილი ტერიტორია ლენტით შემოფარგლეს, ტრასის ორივე მხარეს დაცვა განალაგეს და აი უკვე ზუსტად 18 საათზე ცენტრის კარებში სტუმრებს ეგებებოდა დიდი თუნუქის ბარაბნის, იგივე ბიძინის მიერ პირველ ლედით სახელდებული ქალბატონი ნუნუ! ალბათ უკვე მიხვდით, რომ ზეიმობდნენ ჩემი მეზობელი ჰაკიმის ბავშვის დაბადების დღეს.

ბავშვს, რა თქმა უნდა, ვულოცავ და ყოველგვარ სიკეთეს ვუსურვებ, შენ კი, მომისმინე, შვილო: ასე შვილს მთელ შინაგან სამყაროს დაუმახინჯებ და გამოუსწორებელ ტრავმას მიაყენებ.

ან ხალხს რატომ აწუხებ? თანაკორპუსელებს ლიფტს უბლოკავ, ქუჩელებს ტაქსს და ზოგადად, სატრანსპორტო საშუალებებს. მოსაშვილის ქუჩაზე ნაციან გიჟქოციანად ერთიანად ყველას შეაძულე თავი, დედოფლისწყაროში ბებიას დაცვით დაატარებ და შენს სახლთან ძროხა თუ ჩაივლის, პატრონს აჯარიმებ, ქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებშიც უკვე იღრინებიან შენი მისამართით.

გამოფხიზლდი, აზრზე მოდი, თორემ იმ ბარაბანს რომ დაჰკრავენ, ყველაზე ჭაკად შენ გექნება საქმე.ხო, ერთიც, ბავშვს შენი არითმეტიკა არ ასწავლო, ცოდოა. გაუძელით, თანამემამულენო, ბარაბანს დაჰკრავენ მალე!..“, - წერს გივი თარგამაძე.